როგორ გგონიათ ე.წ. პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე დაუშვებდა ამგვარ შეხვედრაზე ანდა პენტაგონის შეფი, ლოიდ ოსტინი ისაუბრებდა მის ქართველ კოლეგასთან და შემდეგ პლატფორმა Flickr-ზე გამოაქვეყნებდა სამახსოვრო ფოტოს? - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის შეხვედრას.
მისი თქმით, სირცხვილია ამ კონტექსტში კოლექტიური ხაბეიშვილი-წითლიძეების მსგავსი "აზროვნება" ან ე.წ. აკადემიური ექსპერტების საუბრის გამეორება.
"ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. ტრადიციულად, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. როგორ გგონიათ ე.წ. პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე დაუშვებდა ამგვარ შეხვედრაზე ანდა პენტაგონის შეფი, ლოიდ ოსტინი ისაუბრებდა მის ქართველ კოლეგასთან და შემდეგ პლატფორმა Flickr-ზე გამოაქვეყნებდა სამახსოვრო ფოტოს? სირცხვილია კოლექტიური ხაბეიშვილი-წითლიძეების მსგავსი "აზროვნება" ანდა პროტესტის ნიშნად, ცირკთან გზის ჩამკეტავი და მოქალაქეებთან დაპირისპირებული ე.წ. აკადემიური ექსპერტების ბლაბლას გამეორება!" - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.