25 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
"დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია უკიდურესად საშიში მდგომარეობა, მსოფლიო მიუახლოვდა წერტილს, რომლიდანაც უკან ვერ დავბრუნდებით" - პუტინი

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისი ამერიკისა და ევროპის პოლიტიკის შედეგია - განცხადება მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პუტინის თქმით, მოწოდებები რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, რომელსაც ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს, "დასავლელი პოლიტიკოსების ავანტიურიზმზე მეტყველებს".

"დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია უკიდურესად საშიში მდგომარეობა - მსოფლიო მიუახლოვდა იმ წერტილს, რომლიდანაც უკან ვერ დავბრუნდებით. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ სწორედ ვაშინგტონმა შეარყია სტრატეგიული სტაბილურობა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან, ღია ცაზე საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლის გამო. სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისის, ახლა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს," - განაცხადა პუტინმა.

დღის ამბები