ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე გამოაქვეყნა კოლეგებმა ბრიუსელში გადაიღეს, სადაც ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.