ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი „ჯორჯიან ეარვეისის“ ახალი თვითმფრინავის პრეზენტაციას დაესწრო.
„ბოინგ 767-300“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო მოდელია, ავიაკომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა.
ის განკუთვნილია უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი რეისებისთვის. შეუძლია უწყვეტად იფრინოს 12 საათი. ბორტი 250 ადგილიანია და მოიცავს პირველი კლასის სალონსაც.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დამტკიცებული განრიგების მიხედვით წელს ზაფხულის სეზონზე დაგეგმილია 13 600 რეისის შესრულება.