ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიზეზი მისი უარია, განახორციელოს ცვლილებები მიგრანტებისა და თავშესაფრების მაძიებლების მიმართ.
"ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელი და მიუღებელია" - განაცხადა უნგრეთის პრემიერ- მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელმაც განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ბუდაპეშტის მთავრობა, რომელმაც მანამდე უარი თქვა 2020 წლის სასამართლოს გადაწყვეტილეის შესრულებაზე, ვალდებული იქნება გადაიხადოს დღიური ჯარიმა ერთი მილიონი ევროს ოდენობით, იქამდე, ვიდრე არ განახორციელებს მითითებებს.
მოქმედი კანონმდებლობით, ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს გარეთ, მის მეზობლად მდებარე ქვეყნების საელჩოებში სერბეთსა და უკრაინაში. მათ, ვინც ცდილობენ საზღვრის კვეთას, უკან აბრუნებენ.