25 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ბათუმი, როგორც ევროპის საუკეთესო მიმართულება - საუკეთესო ათეულში ბათუმი ნიცას, პარიზის და მილანის გვერდით მოხვდა

მონაკოს და ჟენევის შემდეგ, ბათუმი, ინვესტირებისთვის ევროპის საუკეთესო მიმართულებებს შორის, მესამე ადგილს იკავებს. საუკეთესო ათეულში ბათუმი ნიცას, პარიზის და მილანის გვერდით მოხვდა. მონაცემები ცნობილმა ევროპულმა სამოგზაურო პლატფორმამ - "ევროპის საუკეთესო მიმართულება" გამოაქვეყნა.

სტატიაში წერია, რომ აჭარის რეგიონში ბევრი საგადასახადო შეღავათი მოქმედებს, უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებას, დაიბრუნონ საკუთარი შემოსავალი გადასახადების დაფარვის შემდეგ, ეს კი ბიზნესის კეთების სრული თავისუფლებისთვის ყველანაირ პირობას ქმნის. ამ ფაქტორებს დაბალი საგადასახადო განაკვეთიც ემატება. მონაცემების მნიშვნელობაზე საუბრობენ ბათუმში არსებული კომპანიების წარმომადგენლები.

პლატფორმის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები რომ ტურიზმის მიმართულებითაც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება, ამაზე აკეთებენ აქცენტს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ეკონომიკის სამინისტროში, გამოქვეყნებულ რეიტინგთან დაკავშირებით თქვეს, რომ მონაცემები ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკას ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, ინვესტიციების მოზიდვა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ინვესტიციების მოზიდვის ფონზე, ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს იხსნება.

დღის ამბები