25 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
აჭარა მზადაა ისეთი ამბიციური და მომავლის პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა "ბათუმი აილენდი" - თორნიკე რიჟვაძე

ბათუმი, აჭარა მზადაა ისეთი ამბიციური და მომავლის პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა "ბათუმი აილენდი," რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები," - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი ინფორმაციით, "პრესტიჟული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის მიერ ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა."

"მუდმივად მზარდი ეკონომიკის პირობებში, ქალაქი უძრავი ქონების, მასპინძლობის, ტურისტული ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

მასშტაბური საინვესტიციო პროექტიიმე"ამბასადორ ბათუმი აილენდის" მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან საერთაშორისო საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიები. პროექტში 7000 ჩვენი მოქალაქე დასაქმდება," - წერს რიჟვაძე. 

დღის ამბები