25 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
დამსახურებული დაჯილდოების მიზანი გახლდათ ის, რომ ხაზი გასმოდა მათ ბრძოლას და სახელმწიფო ჯილდო ყოფილიყო სტიმული ევროპის ჩემპიონატის წინ - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრები დაინტერესდნენ თუ რატომ არ აჯილდოებდა ამ დრომდე პრეზიდენტი საფეხბურთო ნაკრებს, რის შემდეგაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, დეზინფორმაციაა, თითქოს სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.

მმართველ გუნდში კი, ყურადღებას ჯილდოს მნიშვნელობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ დამსახურებული დაჯილდოების მიზანი იყო ხაზი გასმოდა მათ შრომას, რაც ევროპის ჩემპიონატის წინ სტიმული იქნებოდა:

"რადგან განკარგულება უნდა იყოს ასახული პრეზიდენტის ვებგვერდზე და ასახული არ არის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს განკარგულება არ ყოფილა გამოცემული და ახლა, რაც ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება, შეიძლება უკანა რიცხვით ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ განკარგულებაზე საუბარი. დამსახურებული დაჯილდოების მიზანი გახლდა ის, რომ ხაზი გასმოდა მათ შრომას, ბრძოლას და საერთო სახალხო, სახელმწიფო ჯილდო ყოფილიყო სტიმული ევროპის ჩემპიონატის წინ," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები