25 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ადამიანების რეპუტაცია ორდენებით არ იზომება, სად ფეხბურთელები და სად ორდენები -ალექსანდრე რაქვიაშვილი

რატომ არ აჯილდოებს ამ დრომდე საფეხბურთო ნაკრებს სალომე ზურაბიშვილი - ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ თავად პრეზიდენტმა უნდა ახსნას ამის მიზეზი.

მაგალითად, თეონა აქუბარდია საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ ფეხბურთელების გამოყენება პოლიტიკური მიზნით ხდება:

“მე არ ვიცი რაში მდგომარეობს ღირსების ორდენის საკითხის პრობლემა, ამაზე პრეზიდენტმა თავად უნდა ისაუბროს, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური მიზნით ხდება მათ შორის ფეხბურთელების გამოყენება და ამ საკითხში კახა კალაძე ჩემპიონია, ეს სამწუხარო ფაქტია,“- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი“ წევრი თეონა აქუბარდია.

“გირჩში“ კი ამბობენ, რომ ფეხბურთელების რეპუტაციას და მათ წარმატებას, ღირსების ორდენები არ განსაზღვრავს:

“ეს ორდენები არაფერ შუაშია რეალურად ხალხის დაფასებასთან, დარწმუნებული ვარ ჩვენი ფეხბურთელები ბევრად მეტად აფასებენ ხალხის სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს და კიდევ უფრო მეტად მოგვანიჭებენ შემდეგ კვირებში, ვიდრე რაღაც ორდენებს. სად ფეხბურთელები და სად ორდენები, საბოლოო ჯამში, არამარტო ფეხბურთელების, ზოგადად ადამიანების რეპუტაცია ორდენებით არ იზომება,“- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები