25 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
არ ვიცი გუბაზ სანიკიძემ რა იგულისხმა ან “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების გეგმები რა არის... ისინი ვეღარ უნდა დაბრუნდნენ - ბექა ლილუაშვილი

გუბაზ სანიკიძის განცხადება, რომელიც პოლიციელებს სამსახურების დაკარგვით, “ქართული ოცნების“ წევრებს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება, კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიციის წევრები სანიკიძის მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებენ და ამბობენ, რომ უნდა დადგეს იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც, მათი შეფასებით, მოქალაქეებს უსწორდებოდა. “ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ძალადობის ყველა კონკრეტული ფაქტი აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, “საქართველოსთვის“ წევრების შეფასებით, გუბაზ სანიკიძის განცხადება თავისი შინაარსით​ მიუღებელია, რომელიც ძალიან ჰგავს “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას.

“არ ვიცი გუბაზ სანიკიძემ რა იგულისხმა ან “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების გეგმები რა არის ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთხელ უკვე უარი ვუთხარით “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ არასამართლიან დამოკიდებულებას და გავისტუმრეთ ოპოზიციაში, ამიტომ ისინი ვეღარასოდეს ვეღარ უნდა დაბრუნდნენ,“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები