25 ნოემბერი 2024,   07:02
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი არ აჯილდოებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პოლიტიკური მოსაზრებების გამო და თავის თავს რადიკალური ოპოზიციური ფრონტის ხელმძღვანელად აცხადებს - არჩილ თალაკვაძე

რატომ არ აჯილდოებს ამ დრომდე საფეხბურთო ნაკრებს სალომე ზურაბიშვილი - როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პრეზიდენტი “რადიკალური ოპოზიციის ლიდერია“ და მათივე თქმით, მისი გადაწყვეტილებებიც სწორედ ამას მოწმობს:

“საზოგადოება თვალს ადევნებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს ადებს და ხელს არ აწერს ქვეყნისთვის საჭირო კანონებს, არ ნიშნავს ელჩს, არ აჯილდოებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პოლიტიკური მოსაზრებების გამო და თავის თავს რადიკალური ოპოზიციური ფრონტის ხელმძღვანელად აცხადებს.

ჩვენმა მოქალაქეებმა სალომე ზურაბიშვილი იმისთვის აირჩიეს, რომ ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და საქართველოს ინტერესების წარმდგენი, საბოლოო ჯამში არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილებებიც ამ განზომილებაში უნდა განვიხილოთ,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

მმართველი გუნდის ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

დღის ამბები