ონკოპაციენტების დაფინანსების პროგრამისთვის განკუთვნილი წამლების დეფიციტის გამო, ჯანდაცვის სამინისტროსთან პაციენტთა ორგანიზაცია "კავშირი სიცოცხლისთვის" წარმომადგენლები შეიკრიბნენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, პრეპარატები უკვე 3 კვირაზე მეტია დეფიციტშია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პაციენტებმა უკვე მიმართეს წერილით სალომე ზურაბიშვილს, მომდევნო კვირაში კი პრემიერ-მინისტრთან წერილის გაგზავნას გეგმავენ. ონკოპაციენტების მთავარი მოთხოვნად კი ისევ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა რჩება.