“ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, მის პარტიას ისეთ ადამიანებთან კომუნიკაციის დისკომფორტი არ გააჩნია, რომლებიც წარსულ შეცდომებსა და დანაშაულზე ღიად საუბრობენ. ერთ-ერთ ასეთ ადამიანად, ირაკლი კუპრაძემ პარტია “ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა მელია დაასახელა.
“ნიკა მელიას ჰქონდა ძალიან სწორი პოლიტიკური განაცხადები - მოქმედი თავმჯდომარე იყო და წინა ხელისუფლების შეცდომებსაც და დანაშაულებებსაც აკრიტიკებდა. ასეთ ადამიანებთან ჩვენ კომუნიკაციის დისკომფორტი არ გაგვაჩნია, რომლებიც წარსულ შეცდომებს ხედავენ. სხვათა შორის “ქართულ ოცნებაშიც,“ სადაც ძალიან ბერი პროფესიონალია ქვედა დონეზე, მათთანაც ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ და “ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, პროფესიონალების დევნას არ დავიწყებთ,“ - აღნიშნა კუპრაძემ “ღამის კურიერის“ ეთერში.