25 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ეს არ იყო ჩემთვის მარტივი გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაში მიხეილ სააკაშვილი ჩართული იყო - თინათინ ბოკუჩავა ენმ-ს თავმჯდომარეობაზე

ვისთან შეთანხმებით დაინიშნა თინა ბოკუჩავა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ - როგორც “ღამის კურიერის“ ეთერში, ბოკუჩავამ ისაუბრა, გადაწყვეტილების მიღებაში გუნდთან ერთად, მიხეილ სააკაშვილიც ჩართული იყო.

“ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს იმიტომ, რომ თავად ლევანსაც არ ჰქონდა ამგვარი მოლოდინი, როდესაც ეტაპობრივად, ექიმების დაკვირვების ქვეშ ის გადიოდა მკურნალობას, თუმცა, როდესაც დადგა ასეთი მომენტი, მან დააყენა ეს საკითხი. ბუნებრივია, პირველად, ჰქონდა ჩემთან საუბარი და მე გულწრფელად გეტყვით, ეს არ იყო ჩემთვის მარტივი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არაა პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული ამ გადაწყვეტილებაში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი ელექტორალური მიზიდულობის ძალა ჩვენი პარტიისთვის, რა თქმა უნდა, მისი მოსაზრება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაკისრება ნებისმიერი ადამიანისთვის, ამ არჩევნების წინ, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილიც უყურებს, როგორც ქვეყნის გადარჩენის არჩევნებს, ბუნებრივია, ის იყო ძალიან აქტიურად ჩართული ამ დისკუსიაში, როდესაც ჩვენ ვცდილობდით მოგვეძებნა საუკეთესო გამოსავალი.

ჩვენი გუნდი არის შეკრული, როგორც არასდროს, არის ორიენტირებული გამარჯვებაზე და ჩვენს პარტიაში არ არის პიროვნული ამბიციების ადგილი. აქ ყველაფერი წყდება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. ძალიან მეამაყება, რომ მე შემიძლია ვიყო ამ გუნდის ნაწილი პრეზიდენტ სააკაშვილთან, ლევან ხაბეიშვილთან, ლევან ბეჟაშვილთან და სხვა არაერთ მებრძოლ, ღირსეულ ადამიანთან ერთად,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები