ოპოზიციონერმა, გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთ ტელევიზიაში პოლიციის შესახებ ისაუბრა, სადაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის პირობებში პოლიციელთა დიდ ნაწილს სამსახურს დაატოვებინებენ.
მისივე განცხადებით, პოლიციელები პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევიან.
“პოლიციელებო, ზონდერ პოლიცია ხართ უკვე, ძალიან დიდი რეფორმა ელოდებათ. აღმოჩნდა, რომ პოლიციის რეფორმა არ არის სრული და არ არის კარგი იმიტომ, რომ პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა პოლიცია. დიდი რეფორმები გელოდებათ ბევრს, ალბათ, ოფიცერთა კორპუსი ზედა და შუა ფენა გაყრილი იქნებით სამსახურებიდან, გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება. სახელმწიფოს აქვს ორი ფუნქცია, ეს არის მეურვეობა და ეს არის დასჯა. მეურვეობაზე თქვენ უარი თქვით, ამიტომ დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.