გარემოს ეროვნული სააგენტოს დედაქალაქში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღის მეორე ნახევარში, ზოგიერთ უბანში, მოსალოდნელია სეტყვა.
“დღეს, 12 ივნისს, უახლოეს საათებში, ქალაქ თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლებელია სეტყვა“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.