25 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
შალვა პაპუაშვილო მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

პარლამენტის თავმჯდომარე მეხანძრე-მაშველებს, დაუღალავი შრომისთვის, მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამშობლოს მიმართ პატივისცემას იმსახურებს მათი სიმამაცე, თავდადება და ერთგულება.

"თითოეულ მეხანძრე-მაშველს გილოცავთ პროფესიულ დღეს!

პატივს ვცემთ თქვენს სიმამაცეს, თავდადებას და ერთგულებას სამშობლოს მიმართ.

გმადლობთ დაუღალავი შრომისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის,” - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები