25 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
როდესაც ვხედავთ ასეთი ძალადობის ფაქტებს, ძალიან ხშირად, ამ ყველაფრის უკან, წაქეზებისა და შესრულების თვალსაზრისით, "ნაციონალური მოძრაობა" ან მისი განშტოებები - "ფეიკი" არასამთავრობო ორგანიზაციები დგას - ეკა სეფაშვილი ნიკო მანაგაძის ცემის ფაქტზე

სამოქალაქო აქტივისტზე ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება მმართველი გუნდი - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტების მიღმა, ხშირ შემთხვევაში, დგას და იკვეთება მსგავსი კონტურები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იდგეს.

ასევე, უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ ნებისმიერი ფორმით ძალადობა არის მიუღებელი და, შესაბამის ფაქტებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ობიექტური და სწრაფი გამოძიება. ამბობენ იმასაც, რომ ამ გამოძიების შედეგებს სამართალდამცავი უწყება აჩვენებს.

"როგორც წესი, როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთი ძალადობის ფაქტებს, ძალიან ხშირად, ამ ყველაფრის უკან, წაქეზებისა და შესრულების თვალსაზრისით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ან მისი განშტოებები დგას, ე.წ. ფეიკი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ნიკო მანაგაძის მშობლების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს სწორედ იმას, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხდება სხვადასხვა აქტივისტის და, ხშირ შემთხვევაში, როგორც სხვადასხვა წყაროდან ხდება ცნობილი, ამ წაქეზებას საფუძვლად უდევს ასევე გარკვეული ანაზღაურება. სწორედ ამ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ხდება ეს უამრავი ძალადობის ფაქტი და უამრავი ბულინგი, დამუნათება და ა.შ.

ამას ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები, ისევე როგორც ნიკო მანაგაძის ცემის ფაქტს, ასევ სხვა მსგავს შემთხვევებს, სათანადო დონეზე გამოიძიებენ,“ - აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი ეკა სეფაშვილი.

 

 

დღის ამბები