25 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
"ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები ეგზისტენციალური არჩევანია" - პრეზიდენტი ახალგაზრდებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს ხვდება. პრეზიდენტმა მათ სიტყვით უკვე მიმართა.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ახალგაზრდების როლი უმნიშვნელოვანესია. პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა იმ როლზე, რომელიც ახალგაზრდებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაპროტესტებაში შეასრულეს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ახალი ეტაპი არჩევნებზე გადის და ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რასაც საქართველო ამბობს არამხოლოდ 30 წელია, არამედ მუდამ ამბობდა - რომ ევროპული ღირებულებები არის მისი და არ შეიძლება ეს ღირებულებები ვინმემ შეუცვალოს გარედან," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები