25 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
გამოცემა "პოლიტიკოს" ცნობით, შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს

გამოცემა "პოლიტიკოს" ცნობით, შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, მისი თანამდებობიდან ჩამოშორების მიზნით. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ცდილობს ევროკომისიის პრეზიდენტს საქმიანობაში ხელი შეუშალოს.

ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა "პოლიტიკოს" აცნობეს, რომ შარლ მიშელმა მოითხოვა, ურსულა ფონ დერ ლაიენს არ მიეცეს 17 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რასაც გამოიყენებს საკუთარ თანამდებობაზე დარჩენის პერსპექტივის განსახილველად.

"პოლიტიკო"-ს ცნობით, შარლ მიშელის მცდელობები დიპლომატების პროტესტს იწვევს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი მოტივები ამოძრავებს. მათი თქმით, არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ორგანიზაციამ მაღალი თანამდებობის პირები უნდა აირჩიოს, სადაც შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს კონკურენტად აღითქვამს - წერს პოლიტიკო.

დღის ამბები