25 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
უკრაინა გერმანიისგან კიდევ ერთ სისტემა "პატრიოტს" და დანადგარ IRIS-T-ს მიიღებს

გერმანია მალე უკრაინას მესამე სისტემა "პატრიოტს," დანადგარ IRIS-T-ს, საზენიტო შეიარაღებას, რაკეტებს და სხვადასხვა საბრძოლო მასალას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში, საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

ოლაფ შოლცმა კონფერენციის ყველა მონაწილეს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ გერმანიის ინიციატივას, რომელიც ყველა შესაძლებლობით უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ემსახურება. მან აღნიშნა, რომ ძლიერი და თავისუფალი ევროპული უკრაინა "რუსულ იმპერიალიზმს დაამარცხებს."

მონაწილეებს სიტყვით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან თქვა, რომ ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს, ყველა ერს და ასეთი ერია როგორც უკრაინა, ასევე მეზობელი მოლდოვა და საქართველო, ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვები.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება.

დღის ამბები