25 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ევროპარლამენტის არჩევნების შეფასება - რა გავლენა ექნება მიღებულ შედეგებს მსოფლიო პოლიტიკაზე

ევროპის პოლიტიკაში ახალი ტენდენციების დამკვიდრება - ასე აფასებენ ქართველი კანონმდებლები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს. თბილისში მიაჩნიათ, რომ შედეგებმა ევროპელების განწყობა აჩვენა და აშკარა გახდა, რომ 2024 წელს ამომრჩეველმა კონსერვატიულ მიდგომებს დაუჭირა მხარი, ამან კი თავისთავად გამოიწვია რადიკალური ლიბერალიზმის დამარცხება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პარტიების დაწინაურებამ პირველი ზეგავლენა წამყვან ქვეყნებზე უკვე იქონია.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ არსებული მონაცემების გათვალისწინებით ევროპარლამენტის პრიორიტეტებს შორის გეოპოლიტიკური ვითარება, რუსეთის შეკავების პოლიტიკა და ევროკავშირის გაფართოვების საკითხი კვლავ წამყვან საკითხებს შორის იქნება. ხელისუფლების ოპონენტებს უცნაურად არც ის ეჩვენებათ, რომ არჩევნების ჯერ კიდევ სავარაუდო მონაცემებმა, დიდ სახელმწიფოებში ცვლილებები გამოიწვია. ამბობენ, საფრანგეთმაც და გერმანიამაც ტაქტიკური გადაწყვეტილებები მიიღეს.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ევროპარლამენტის არჩევნები ევროპელი ხალხის განწყობის ინდიკატორია, მოცემულობა მათი განცახდებით აჩვენებს, რომ ყველა ქვეყანაში იმარჯვებენ ის პარტიები, რომლებისთვისაც მთავარი ქვეყნის ინტერესია და ომის მოწინააღმდეგეები არიან.

ევროპარლამენტის გადახალისებული შემადგენლობის ფონზე ოპოზიცია იმედს იტოვებს, რომ ახალი დეპუტატები საქართველოს მხადაჭერას განაგრძობენ. ხელიუსფლების ოპონენტები არც იმას გამორიცხავენ, რომ არსებულ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდეს.

სახელიუსფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება და ევროპარლამენტში მათი პოზიციების გამყარება პოლიტიკურ კლიმატს შეცვლის.

სახელისუფლებო პარტია ევროპარლამენტის არჩევნების ფონზე საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ ცვლილებას არ ელოდება. ახლა ყველა იმის მოლოდინშია საბოლოოდ როგორ გადანაწილდება 720 მანდატიან პარლამენტში 360 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა. 

დღის ამბები