25 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოში რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის

აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოში რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 16 აგვისტოდან ავიაკომპანია ნიუ დელი - თბილისი - ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შეასრულებს.

ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ინდოეთიდან შემოსული ტურისტები გამოირჩევიან მაღალმსყიდველუნარიანობით. მისივე თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა საქმიანი ტურიზმის მიმართულება.

 

დღის ამბები