25 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, არის უდიდესი რისკის წინაშე - ნიკა გვარამია დაგროვებითი პენსიის შესახებ

პარტია “ახალი“ “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს.

ცვლილებების მიხედვით, უქმდება საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო _ “მმართველობითი საბჭო“.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლებას ექნება ბერკეტი, თავად განკარგოს დაგროვილი თანხები.

“საქართველოს მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, არის უდიდესი რისკის წინაშე - მითვისებულ იქნას ბიძინა ივანიშვილის მიერ. ივლისში გასდის ვადა საერთაშორისო ბორდს და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს. ივლისიდან, პრემიერის მიერ დაინიშნება, მის მიერ და ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ხალხის და ივლისიდან დაიწყება თქვენი თანხების მითვისება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პასუხად მმართველ გუნდში ოპოზიციის ყალბ პროპაგანდაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი ფონდის ეფექტიანობის გაზრდაა.

დღის ამბები