ბათუმში 2024 წლის საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა - მეხანძრე-მაშველები აჭარის სანაპირო ზოლს სრულად გააკონტროლებენ.
დღეს გაიმართა განახლებული მცურავი საშუალებების, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია. გამოიფინა სამაშველო აღჭურვილობა, ავტო-ტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართა.