25 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
მათსავე აგორებულ ტალღაზე, რომელიც მიტინგებზე გამოიხატა თუ პიროვნულად ბულინგზე, იგივე უცხოეთში საქართველოს მაქსიმალურად ცუდი კონტექსტით წარმოჩენაზე, ნიანგის ცრემლებით ტირიან, რომ რაღაცა გაუარესდა საქართველოშიო - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილ ანგარიშს აფასებს მმართველი გუნდი - “ქართული ონების“ წარმომადგენლები ანგარიშს ტენდენციურს უწოდებენ.

“გვახსოვს ყველას ამ კანონის ინიცირებას რა რეაქცია მოჰყვა. რეაქცია არ იყო დაკავშირებული მათი არანაირად კანონის შინაარსობრივ განხილვასთან, რეაქცია იყო პირდაპირ ასეთი, რომ ეს არის რუსული კანონი, არც წაიკითხოთ, არც განიხილოთ, და ამ კანონს და ამ კანონის მიმღებებს ჩვენ უნდა მოვუწყოთ რევოლუცია, მიწა უნდა ეწვოდეთ ფეხქვეშ.

წამოვიდა, დემონსტრაციების სახით იქნებოდა ეს თუ პირადი თავდასხმების სახით, ფაშიზმის ასე ვთქვათ საუკეთესო დრო გაიხსენა ლიბერალურმა და რადიკალურმა ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათსავე აგორებულ ტალღაზე, რომელიც მიტინგებზე გამოიხატა თუ პიროვნულად ბულინგზე, იგივე უცხოეთში საქართველოს მაქსიმალურად ცუდი კონტექსტით წარმოჩენაზე, ნიანგის ცრემლებით ტირიან, რომ რაღაცა გაუარესდა საქართველოშიო,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საიას შეფასებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, ორი თვის განმავლობაში, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა და სისტემური ძალადობა - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალურ ანგარიშში წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, ხდება აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების დაშინება, ამასთან, მათ მიმართ იყენებენ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდს. საიას ანგარიშს ტენდენციურს უწოდებენ მმართველ გუნდში.

დღის ამბები