25 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოიზრდება - შალვა პაპუაშვილი ბაჩო დოლიძის მიერ პარტია “ახალის“ სავარაუდო დატოვებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბაჩო დოლიძემ პარტია “ახალი“ დატოვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოიზრდება.“

“შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოიზრდება. როდესაც საქმეს საფუძველში უდევს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, როდესაც საქმეს საფუძველში უდევს ზიზღი და სხვა ადამიანების მიმართ ტერორი, რაც “ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო დამახასიათებელი, როდესაც საფუძველი არაჯანსაღია, ვერც მისი ნაყოფი იქნება ჯანსაღი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, “კურიერის“ ინფორმაციით, პარტია “ახალი“ ბაჩო დოლიძემ დატოვა. თავად დოლიძე, რომელიც “ახალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ჯერჯერობით მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა, “კურიერს“ წყარო უდასტურებს, რომ მიზეზი პარტიის თანათავმჯდომარეებთან, ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან არსებული უთანხმოება გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ნიკა გვარამია.

დღის ამბები