25 ნოემბერი 2024,   07:05
ვრცლად
ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის “ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის “ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, “ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა, ჟორდან ბარდელამ ხმების 31% მიიღო. მეორე ადგილზეა ემანუელ მაკრონის პარტიის კანდიდატი, ვალერი ეიე - 15.2%, ხოლო მესამე ადგილზე რაფაელ გლუკსმანი გავიდა, რომელმაც ხმების 14.3% მიიღო.

ბარდელამ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გამართოს.

“ხმების 30%-ზე მეტის მიღებით, ფრანგებმა ვერდიქტი გამოიტანეს. რესპუბლიკის პრეზიდენტი ყრუ ვერ დარჩება. მან უნდა დათმოს ის დღის წესრიგი, რომლის განხორციელებაც სურს. ემანუელ მაკრონი დასუსტებული პრეზიდენტია. მას ევროპარლამენტში მოქმედების საშუალება ეზღუდება. რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, დაეყრდნოს ინსტიტუტებს. ვთხოვთ მას მოაწყოს ახალი საკანონმდებლო არჩევნები“, - აღნიშნა ბარდელამ.

დღის ამბები