25 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
ირანში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ექვსი კანდიდატი დაამტკიცეს

ირანის საბჭომ, რომელიც ზედამხედველობს არჩევნებსა და კანონმდებლობას, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ექვსი კანდიდატი დაამტკიცა. ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.

სიაში არიან ირანის პარლამენტის სპიკერი და რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაური მოჰამედ ბაქერ ყალიბაფი, ასევე საიდ ჯალილი და თეირანის მერი ალირეზა ზაკანი. სიაში, რომელიც საარჩევნო ოფისის სპიკერმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა, ასევე შედიან რეფორმისტი დეპუტატი მასუდ პეზეშკიანი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მოსტაფა პურმოჰამედი და კონსერვატორი პოლიტიკოსი ამირ-ჰოსეინ ღაზიზადე ჰაშემი.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კანდიდატთა საბოლოო სიის გამოცხადებით მათი საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები