25 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
“ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ბოლო სამხედრო ოპერაციის დროს სამი ისრაელელი მძევალი დაიღუპა

ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ბოლო სამხედრო ოპერაციის დროს სამი ისრაელელი მძევალი დაიღუპა. ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ისრაელის სამხედროების მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას დაღუპულთა შორის ერთი აშშ-ის მოქალაქეა.

“თქვენი ტყვეები არ გათავისუფლდებიან, ვიდრე ჩვენი პატიმრები არ გათავისუფლდებიან“, – აღნიშნულია “ჰამასის“ სამხედრო ფრთის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, ოპერაციის შედეგად, ისრაელელმა სამხედროებმა “ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს. “ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მედია იტყობინება, რომ ოპერაციის დროს 274 პალესტინელი დაიღუპა.

დღის ამბები