25 ნოემბერი 2024,   07:07
ვრცლად
ტალახის ვულკანი საქართველოში...

ჭაჭუნას აღკვეთილში და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობა ყველასთვის საინტერესოა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობა დალის მთის წყალსაცავია. ულამაზესი ადგილი და სუფთა წყალი. იმის გამო, რომ ტბის გარშემო არც დასახლებული პუნქტია და არც სამრეწველო ობიექტი, აქ წყალი არასდროს ბინძურდება.

წყალსაცავის იქით კი იწყება ტერიტორია, რომელსაც ფაქტობრივად სხვა სამყაროა, უდაბნო, ნახევარ უდაბნო, კანიონები.

ერთ-ერთი მთავარი სანახაობა ვაშლოვანის ტერიტორიაზე გახლავთ ტახტითეფა, ადგილი სადაც ბევრი პატარა ტალახის ვულკანია.

ჭაჭუნაზეც და ვაშლოვანშიც უხვადაა გიურზები, რომლებიც გარეთ უფრო საღამოსკენ, აგრილების შემდეგ გამოდიან. მაღალ ბალახში შესვლა არაა სასურველი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად ქვეწარმავალი არასდროს ესხმის თავს ადამიანს.

დაცული ტერიტორიები ელოდება ყველას, ვისაც უყვარს განსხვავებული ადგილები.

დღის ამბები