25 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
“ქურაშის ოთხთავი“ - აღდგენილი სახარება, რომელიც მცველებს სვანეთში დაუბრუნდათ

ეროვნული საგანძური და სიწმინდე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. სვანეთმა ქვეყანას უდიდესი მემკვიდრეობა შემოუნახა.

სწორედ სვანეთში გადაურჩა განადგურებას მეთორმეტე საუკუნეში გადაწერილი წმინდა სახარებაც - “ქურაშის ოთხთავი“, რომელიც წმინდა გიორგის ტაძარში ინახებოდა. მას ტაძრის მცველებმა ასწლეულები უპატრონეს.

ხელნაწერი სხვადასხვა დროს არახელსაყრელ პირობებში ინახებოდა და შესაბამისად დაზიანდა. ზუსტად 18 თვის წინ კი, სპეციალისტებმა მასზე მუშაობა დაიწყეს. რესტავრატორებმა სრულად აღადგინეს 9 საუკუნის წინანდელი ქართული სიწმინდე.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში “ქურაშის ოთხთავის“ რესტავრაცია-რეკონსტრუქცია უკვე დასრულდა. სრულად აღდგენილი ხელნაწერი კი მშობლიურ თემს დაუბრუნდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები