25 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დააწესა - როგორ აფასებენ სამოგზაურო შეზღუდვებს ოპოზიციაში და რა პოზიცია აქვს უმრავლესობას

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ამერიკული შეზღუდვები სახელისუფლებო რგოლს - “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ამოქმედებიდან, ზუსტად სამ დღეში ვაშინგტონმა “ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცველებს, კერძო პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ჯამში 30-მდე ადამიანს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა - ვის არ კონკრეტდება. ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ამის პარალელურად, აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას და დგანან ქართველი ხალხის გვერდით ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. პრეზიდენტი ბაიდენი, ფრანგ კოლეგასთან ერთად “ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს.

სავიზო შეზღუდვას, წინ უსწრებდა “მეგობარი“ აქტის განხილვა ჰელსინკის კომისიაში. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ერთდროულად მოიცავს სამხედრო დახმარებას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე სანქციებსა და ურთიერთობების გადახედვას.

რამდენად მეგობრულია “მეგობარი“ აქტი? ეს კითხვა მმართველ გუნდში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსმენაზე შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ საქართველოში არსებული ვითარება, 2014 წლის უკრაინის მაიდანს შეადარა და თბილისში არც ფერადი რევოლუციის პერსპექტივა გამორიცხა.

“მაიდანზე ვინც საუბრობდა, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, პასუხისმგებლობის ნაცვლად, საქართველოს ემუქრებიან მაიდნით. - ეს აღმაშფოთებელია“ - ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია.

საქართველო ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს. დაანონსებიდან ორი კვირის შემდეგ თბილისმა ვაშინგტონის გადაწყვეტილება მოისმინა.

იმას, რასაც ვაშინგტონი ძირის გამოთხრას უწოდებს, სუვერენულ გადაწყვეტილად აფასებს მმართველი გუნდი. შტატების გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ“ ქართული ოპოზიციის წახალისებადაც შეაფასა.

ვაშინგტონის პოზიციას სრულად იზიარებს ოპოზიცია, თუმცა მეტის მოლოდინი აქვთ. “ლელოში“ განმარტავენ, რომ შტატების მხრიდან, შესაძლოა, უფრო მკაცრი რეაგირებაც ვიხილოთ. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ინდივიდუალურ სანქციებს გავლენა თითოეულ მოქალაქეზე და ზოგადად ქვეყანაზე ექნება.

მიზეზ-შედეგობრივ ქმედებებზე საუბრობენ “ნაციონალურ მოძრაობაში“. სააკაშვილის პარტიაში განმარტავენ, რომ ჯერი ახლა საზოგადოებაზეა, რომელმაც არჩევანი და გადაწყვეტილება, 26 ოქტომბერს თავად უნდა მიიღოს.

პარტნიორული ურთიერთობის გამოსწორების გზას არჩევნებში ხედავს “გირჩიც“. პარტიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა დააზიანა, გრძელვადიან პროგნოზში კი ეს გავლენას ზოგადად, ქვეყნის განვითარებაზე მოახდენს.

“ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ იმ საკითხებზე, რაც ქვეყნის ინტერესებს უკავშირდება სანქციები გავლენას ვერ მოახდენს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არასერიოზული იყო.

ამ გადაწყვეტილებიდან ერთი დღით ადრე ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მეგობარი აქტი განიხილეს. სავიზო შეზღუდვები, ფინანსური სანქციები, ფერადი რევოლუცია და მიხეილ სააკაშვილიც კი. არის თუ არა “მეგობარი აქტი“ მეგობრული? კითხვაც ამ საკითხების განხილვის შემდეგ გაჩნდა. მოსმენაზე, ყოფილი დიპლომატებიდან, ყველაზე აქტიური შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იყო. უილიამ კორტნიმ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს შეადარა.

განხილვაზე ყოფილი დიპლომატი მხოლოდ კორტნი არ ყოფილა. კონგრესში, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული ნატალია საბანაძეც. ქვეყნის ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური წნეხის გაზრდას მოწმის სახით ითხოვდა ივანე ჩხიკვაძეც, რომელიც მესამე სექტორს წარმოადგენს. საბანაძე-ჩხიკვაძის კრიტიკას ვაშინგტონიდან, თბილისშიც უპასუხეს.

იმის მიუხედავად, რომ ამერიკაში ნათქვამი პოზიციები თბილისში გააკრიტიკეს, შტატებმა სიტყვა საქმედ აქცია და 6 ივნისს საკუთარი გადაწყვეტილებაც გაახმოვანა.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები