“შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“. - ამ შინაარსის განცხადებას თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის საფრანგეთში შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.
“პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს ევროატლკანტიკურ გზას და პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საფრანგეთში მყოფ ამერიკელ კოლეგას, ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ უმასპინძლა.