25 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ასეთი გამოხტომებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ და ვერც დაგვაშინებთ, იცოდეთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოგიტანთ ყველას - ირაკლი ზარქუა

სახელისუფლებო გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა მის მიმართ ბულინგის მცდელობაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე მმართველი პარტიის წარმომადგენელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. მიზეზი გამჭვირვალობის კანონის მხარდაჭერაა.

“ალბათ ნახავდით ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას - ეს ქალბატონი აღმოჩნდა რადიკალი ნაც-აქტივისტი ვინმე ქრისტო"" - წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

უმრავლესობის ინფორმაციით, პირი, ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი კრისტო ტალახაძეა. სწორედ ის ფიგურირებდა პარლამენტში გასულ წელს მომხდარ ინციდენტშიც.

14 ივნისს, მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით, ბავშვები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, კრისტო ტალახაძემ, დარბაზის ლოჟიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინა და “რუსული რუბლი“ გადაყარა.

“კურიერი“ ცდილობდა ტალახაძესთან ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა მან განმარტების გაკეთება არ ისურვა.

“ჩემი 11 წლის ქალიშვილი დამყავს ცეკვაზე. იქ არასდროს მინახავს და დღეს ფოიეში, როდესაც ჩემს არასრულწლოვან შვილს ველოდები, მოვიდა მობილურ მომარჯვებული და დაიწყო იმის ძახილი, რაც იყო.

სანამ იქ მყოფმა მშობლებმა შენიშვნა არ მისცეს და იქიდან არ გამოაგდეს, არ გაჩერდა.

ეს არის კიდევ მორიგი გამოვლინება ამ ფაშიზმის, როცა არ იცი ადგილი, არ იცი მოცემულობა. აღმოჩნდა, რომ იქ მომიგზავნეს სპეციალურად იმიტომ, რომ გულზე მოხვდათ მათ დონორებსა და დამფინანსებლებს, ორგანიზატორებს, თორემ ეს ახლა მსხვერპლია, ჭანჭიკია, ერთ-ერთი “ნაც აქტივისტია“, ხოშტარია, “გირჩის“ და “ნაცების“ მიმდევარია ერთ-ერთი, თან სექტას რომ ეძახიან იმის წევრია, როგორც აღმოჩნდა. მითუმეტეს შესაბრალია, ახლა ამას რა უნდა ელაპარაკო, ან მორალსა, ან ღირსებაზე, ან ღირებულებებზე.

ასეთი გამოხტომებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ და ვერც დაგვაშინებთ. იცოდეთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოგიტანთ ყველას,“ - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები