მთავრობის ცვლილებისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, თელ ავივში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის გზატკეცილები გადაკეტეს, რასაც მედიის ცნობით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს და პროტესტის რამდენიმე მონაწილე კი დააკავეს.