საპროტესტო აქცია აშშ-ში - მოთხოვნა ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა იყო.
ათასობით დემონსტრანტი, ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ ბანერებით მივიდა.
“შეაჩერე გენოციდი“ და “შეაჩერე სამხედრო დახმარება ისრაელისთვის“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და მოუწოდებდნენ ჯო ბაიდენს იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტაზე და არ დაუჭიროს მხარი ისრაელს.