25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
როგორი იქნება ახალი მოწვევის ევროპარლამენტი - პასუხი ცნობილი ხვალ გახდება, როცა ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურება

მშობლიურ მალტაში ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად ჩავიდა. ამ დღეებში ევროპა სწორედ მისი უწყების, ევროპარლამენტის ბედს წყვეტს. საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირის მასშტაბით მეინსტრიმ ბლოკები გავლენებს შეინარჩუნებს. თუმცა ბოლო ათწლეულების საუკეთესო შედეგის დასადებად ემზადებიან ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიებიც. სწორედ ამიტომაა, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი ახლა ბლოკის ყველა ქვეყანას დემოკრატიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მალტას გარდა, დღეს, ევროპარლამენტის არჩევნები ლატვიასა და იტალიაშიც ჩატარდა. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ულტრაკონსერვატიულ პარტიას ევროპარლამენტში არსებული ლიბერალური სტატუს-კვოს შეცვლის ამბიცია აქვს. სლოვაკეთშიც არჩევნებია, სადაც პრემიერ-მინისტრმა ფიცომ საკუთარი ხმა საავადმყოფოში დააფიქსირა, სადაც თავდასხმის შემდეგ, გეგმიურ შემოწმებას გადის. თქვა, რომ ხმა მშვიდობას მისცა და არა ომს. დღეს ევროპა კიდევ ერთ ლიდერზე, დანიის პრემიერ, მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმამაც შეძრა, ეს კი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. დანიიის მსგავსად არჩევნები ხვალ ჩატარდება ისეთ წონიან ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, სფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი. ასევე ბლოკის უდიდეს ნაწიშლიც, მათ შორისაა საბერძნეთიც.

საზოგადოებრივი განწყობები აჩვენებს, რომ ევროპელ მოქალაქეებს მეტწილად, ინფლაციასა და ჭარბ მიგრაციაზე საკუთარი ლიდერების პასუხები არ მოსწონთ. ამან კი პოპულისტ პარტიებს მეტი საშუალება მისცა, ამომრჩევლის გული ხმამაღალი დაპირებებით მოეგო. ამის მაგალითი, გიშინ ნიდერლანდებში ჩატარებულმა არჩევნებმაც აჩვენა, სადაც ულტრამემარჯვენეებმა ევროპარლამენტში უპრეცენდენტო რაოდენობის ადგილები მოიპოვეს. ეს ევროპელი მოსახლეობის ნაწილს მოსწონს, ნაწილს კი აშინებს.

ევროპარლამენტის არჩევნები, ბლოკის მასშტაბით, ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც, 720 კაციანი საკანონმდებლო ორგანოს ახალი კონფიგურაცია გახდება ცნობილი. რობერტა მეცოლას შანსი აქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში ახალი პარლამენტის პირველ მოწვევაზე, პრეზიდენტობა კიდევ ორი წლით გაიხანგრძლივოს. მთავარი ინტრიგა ახლა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მომავალი პრეზიდენტების ვინაობაშია.

დღის ამბები