შავიზღვისპირა კურორტი, სულ მალე, ისევ ჯაზის მსოფილო ვარსკვალევბის მასპინძელი იქნება. ბათუმში ბლექსი ჯაზ ფესივალს წელს უკვე მე-17-დ ჩატარდება და ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულ ადგილას, ბათუმის კორტების სცენასთან ეპატიჟება.
ენერგიული მუსიკით, ფესტივალს 26 ივლისს 11 გრემის ჯილდოს მფლობელი, ფილიპ ლასიტერი გახსნის. პრინცის ნიუ ფაუერ ჯენერეიშენის უცვლელი წევრი, თერთმეტკაციან ბენდთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე დემოკრატიის მუსიკით, ქართველ მსმენელს მოხიბლავს.
ჯაზის, დრამ ენდ ბეისისა და ჯანგლის უბადლო შემსრულებელი ჯორჯო მაიერია. ვირტუოზი დრამერი ელექტრონული კვარტეტის "ნერვის" თანხლებით სცენას 27 ივლისს დაიკავებს.
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის საპატიო სტუმრების სიას ჯექსონების ოჯახიც შეემატა. მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახი ჯექსონები 28 ივლისს ქართველი მელომანების წინაშე წარდგებიან. ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონები ყველა იმ ცნობილ ჰიტს შეასრულებენ, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოუპოვათ. პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის სასცენო დებიუტი, სწორედ ძმების ჯგუფში შედგა, იქამდე, ვიდრე ვარსკვლავი საკუთარი სოლო მუსიკალური შემოქმედებით მსოფლიოს დაიპყრობდა.
ჯაზის მატარებელი უკვე წლებია ფესტივალის ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ფესტივალში თბილისის რკინიგზის სადგურიდანვე ჩაერთონ. სპეციალურად ფესტივალისთვის დანიშვნული თბილისი-ბათუმის მატარებელი, სტუმრებს ჯაზის დახმარებით, ჰარმონიულ მგზავრობას ჰპირდება.
ბლექ სი ჯაზ ფესტივალი შავი ზღვის სანაპიროზე 26 ივლისიდან დაიწყება და 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.