ანსამბლ "მართვეს" 46 წლისადმი მიძღვნილ სოლო კონცერტს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. ღონისძიებაში "მართვეს" სიმღერისა და ცეკვის გაერთიანებული საკონცერტო შემადგენლობა მონაწილეობდა.
ანსამბლმა გამორჩეული სიმღერები და გაერთიანებული ნომრები შეასრულა. 46 წლის განმავლობაში „მართვემ“ მდიდარი რეპერტუარით დიდი და საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია შეიქმნა. კონცერტი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.