ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, პირველად, დაშნით ფარიკაობაში მედია ტურნირი ჩატარდა. პირველობისთვის 10-მა ჟურნალისტმა იასპარეზა.
გამარჯვებული ტელეკომპანია "აჭარის" ოპერატორი, ზვიად სისაური გახდა.
ტურნირში ასევე "რუსთავი 2"-ის ოპერატორი ლევან მელიქიძე მონაწილეობდა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.