25 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს - ვინ ლიდერობს და რა მოლოდინები აქვთ ქვეყნებში

ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. დღეს ჯერი იტალიასა და სლოვაკეთზეა, სადაც წინასწარი გამოკითხვებით ულტრამემარჯვენე პარტიები ლიდერობენ.

ამავე იდეოლოგიის პარტიამ ნიდერლანდებიდან გუშინდელი ეგზიტპოლებით მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. თუმცა მათზე წინ არიან მემარცხენეთა და მწვანეთა კოალიცია.

ხვალ არჩევნები უკვე საფრანგეთში,საბერძნეთში და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოში ჩატარდება. პროცესი 6 დან 9 ივნისამდე ევროპული გაერთიანების 27 ქვეყანაში მიმდინარეობს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, რომ ევროკავშირის არჩევნები ორმაგი მნიშვნელობისაა.

"ევროკავშირის არჩევნები ორმაგი მნიშვნელობისაა, რადგან ის გადაწყვეტს ევროპის ძირითად მიზნებს, რაც ჩვენს ცხოვრებასა და პრიორიტეტებზე აისახება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპარლამენტში ის წევრები, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ხმას ბრიუსელსა და სტრასბურგში. ჩვენ ვიცით, რომ ფასები გაზრდილია,განსაკუთრებით კი საკვებზე და ბოლო პოზიტიური მაჩვენებელის მიუხედავადაც,დამაკმაოფილებელი არაფერია - რადგან გრძელვადიანი მიზანი გვაქვს. სანამ არ გავიმარჯვებთ, არ შევწყვეტთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდაჭერას,"- აცხადებს საბერძნეთის პრემიერი. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი სტეფანოს კასელაკისის თქმით,  ევროპარლამენტი ერთადერთი დემოკრატოიულად არჩეული ისნტიტუციაა.

"როგორ მივედით ულტრა მემარჯვენეთა აფეთქებამდე ევროპაში? ბევრი კომპლექსური მიზეზია. პირამიდის წვერზე კი ევროპის სახალსო პარტია დგას, რომელმაც ევროკავშირი ბრიუსელის დახურულ კლუბად აქცია. ამ კლუბში ნეოლიბერალიზმის მუსიკა იმდენად ხმამაღლა ჟღერს,რომ ბატონი მიცოტაკისის პოლიტიკურ ნათესავებს ევროპელი ხალხის საჭიროებების აღარ ესმით. ჩვენ გვსურს ევროკავშირი, სადაც ევროპარლამენტი ერთადერთი დემოკრატოიულად არჩეული ისნტიტუციაა, ძლიერია სტრატეგიული ავტონომია, ევროპული კავშირები და ეროპული თავდაცვა,"- აცხადებს სტეფაონს კასელაკისი.

დღის ამბები