25 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
საქართველოს აქვს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში უპრეცედენტო ნახტომისებური პროგრესი - ბექა ოდიშარია

"ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიციები პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი უკვე დაწყებული იქნებოდა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მსოფლიოში უპრეცედენტო ნახტომისებური პროგრესი აქვს.

"ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭო", რომელიც არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში უპრეცედენტო ნახტომისებური პროგრესი.

როდესაც საქართველო ყველა მიმართულებით, რა კრიტერიუმებითაც ხდება მოლაპარაკებების გახსნა, რამდენიმე ნაბიჯით წინ არის მეგობარ ქვეყნებზე და არ ეხსნება საქართველოს ეს პროცესი, ვფიქრობ, ეს არის შარშანწინდელი მიდგომის განმეორება, როდესაც მთლიანად პოლიტიკურად იყო გაჟღენთილი და საქართველო იქნა ხელოვნურად დაჩაგრული, მიუხედავად მისი უპირატესობისა,"- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები