25 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა. H5N2 ვირუსი მექსიკაში 59 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.

ჯანმოს ინფორმაციით, პაციენტს ინფიცირების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში, მომატებული ტემპერატურა, ღებინება, დიარეა და ჰაერის უკმარისობა აწუხებდა. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ერთ დღეში პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო და მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო, საქმეზე მოკვლევას ატარებს.

მექსიკის ოფიციალური უწყების განცხადებით, პაციენტის გარდაცვალება, შესაძლოა, თანმდევი დაავადებების გამო მოხდა.
 
 

დღის ამბები