25 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა, ვგმობ ამ საზიზღარ აქტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი დანიის პრემიერზე

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენს, რომელსაც თავს დაესხნენ, სოლიდარობას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხადებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ "გმობს ამ საზიზღარ აქტს".

"ძვირფასო მეტე, ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა ამ საღამოს. ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში. გისურვებ სიძლიერეს და სიმამაცეს - ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვს," - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ პოსტში.

დღის ამბები