25 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
სწორედ იმიტომ, რომ მსგავსი დარღვევები არ განმეორდეს, 12 წლის განმავლობაში, ხელისუფლებას უნდა ესწავლა ჭკუა - ლანა გალდავა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც სავიზო შეზღუდვებს ეხება, საქართველოში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში სვამენ კითხვას - რატომ არ ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მსგავსი რეაგირება წინა ხელისუფლების დროს აქციების ძალისმიერად დაშლაზე - საუბარია, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზე.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა ამბობს, რომ ახლადელ ხელისუფლებას სწორედ წინა ხელისუფლების მაგალითზე უნდა ესწავლა ჭკუა და მსგავსი დარღვევები აღარ უნდა განმეორებულიყო.

"წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში ვიყავი და 7 ნოემბრის დარბევის ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. ძალიან კარგად მახსოვს 26 მაისიც, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მსგავსი დარღვევები არ განმეორდეს, 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებას უნდა ესწავლა ჭკუა. ახალგაზრდობას, რომლებიც არიან საქართველოს სამსახურში, არ უნდა გაუსწორდნენ ისე, როგორც უსწორდებიან," - აცხადებს ლანა გალდავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები