უკვე მეორედ, თბილისი "თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის" მასპინძელია. მსოფლიოში აღიარებულმა და არაერთი საერთაშორისო პრემიის მფლობელმა ქართველი პიანისტმა ბოლო კონცერტი 2 წლის წინ, 23 აპრილს გამართა, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ, მის ოჯახს გაუჩნდა იდეა ერთ-ერთი უდიდესი პიანისტის სახელობის ფესტივალი დაეარსებინა, რომელიც გასული წლის მსგავსად, წელსაც გააერთიანებს ქართველ და უცხოელ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს. ლექსო თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 9 ივნისს დაიწყება და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდება.