25 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ამინდის მკვეთრი ცვლილების შესახებ აფრთხილებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. 

"8-10 ივნისს დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.  

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღის ამბები