25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ვინმე თუ ეცდება დროებითი საზღვრების დახაზვას, ეს იქნება მხოლოდ პაუზა ახალ ომამდე, ჩვენ არ გვაქვს დამარცხების უფლება - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვინმე თუ ეცდება დროებითი საზღვრების დახაზვას, ეს იქნება მხოლოდ პაუზა ახალ ომამდე, ჩვენ არ გვაქვს დამარცხების უფლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ბედს განსაზღვრავს. მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინი არის ანტი ევროპა- თავისუფლების და თანასწორობის საპირისპირო.

"ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ევროპა კვლავ აღარაა მშვიდობის კონტინენტი. დროში, როცა, სამწუხაროდ, ნაციზმი ისევ ბრუნდება, როცა, სამწუხაროდ, ევროპაში ისევ მიწასთან ასწორებენ ქალაქებს და წვავენ სოფლებს, როცა ევროპაში ისევ არის ფილტრაციის ბანაკები, დეპორტაცია და სიძულვილი, რაც ახალ რუსულ კულტად იქცა. როდესაც კვლავ ცდილობენ ძალით შეცვალონ ევროპა და აცხადებენ, რომ ზოგიერთი ერი არ იმსახურებს დამოუკიდებელ არსებობას. შეხედეთ, რად აქცევს პუტინი საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ეს არის გაუფასურებული ცხოვრების ტერიტორია. ფაქტობრივად ყველაფერ იმის საპირისპირო მხარე, რაც ჩვენთვის ღირებულია თავისუფლების საპირისპირო, თანასწორობის საპირისპირო, ძმობის საპირისპირო, ევროპის საპირისპირო. სწორედ ეს არის პუტინი" - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

 

დღის ამბები