"ექსპოჯორჯიაში" ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
მონაწილეებს შორის არის როგორც ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანია. გამოფენის პარალელურად გაიმართება ყოველწლიური კონკურსი, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო ღვინის ექსპერტები შვიდ ნომინაციაში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ.